ინგრედიენტები:
- ფქვილი - 450-500 გრ.
- მცენარეული ზეთი - 200 გრ.
- შაქარი - 200 გრ.
- ფორთოხლის წვენი - 100 მლ. (1-2 ფორთოხლისგან),
- ერთი ფორთოხლის ცედრა,
- მინერალური წყალი - 100 მლ.
- სოდა - 1 ს.კ.
- ქიშმიში - 150-200 გრ.
- ნიგოზი - 100-150 გრ.
- ბრენდი ან კონიაკი - 40-50 მლ.
- დაფქული მიხაკი - 0,5 ჩ.კ.
- დაფქული დარიჩინი- 1 ჩ.კ.
მომზადება: მოვამზადოთ პროდუქტები: ცალ-ცალკე თასებში ჩავასხათ მცენარეული ზეთი (200 მლ.), მინერალური წყალი (100 მლ.) და შაქარი (200 გრ.). ქიშმიში გავრეცხოთ და გავაშროთ.
ქიშმიშიც ერთ თასში მოვათავსოთ, დავასხათ ბრენდი ან კონიაკი და დავტოვოთ ~20 წუთით. ნიგოზი დავფშვნათ. ფორთოხალი გავრეცხოთ, ერთს მოვაშოროთ ცედრა და გადავდოთ. გაფრცქვნილი ფორთოხალი გავწუროთ (საჭიროა ~100 მლ. წვენი). ცედრა წვენს შევურიოთ. დაფქული სანელებლები (მიხაკი და დარიჩინი) გავცრათ წვრილ საცერში.
გავცრათ ფქვილი და შევურიოთ სანელებლები. ფორთოხლის წვენი სოდა და მინერალური წყალი ერთმანეთს შევურიოთ.
მცენარეული ზეთი დავასხათ დიდ თასზე და შაქართან ერთად ავთვიფოთ. ამ ნაზავს დავუმატოთ ფორთოხლის წვენი და მინერალური წყალი და კიდევ ერთხელ ავთავიფოთ. დავამატოთ ქიშმიში, კონიაკი და ნიგოზი.
თანდათან დავუმატოთ ფქვილისა და სანელებლების ნარევი და ერთგვაროვანი ცომი მოვამზადოთ.
ცომი მოვათავსოთ ზეთიან ფორმაში და გავასწოროთ ზედაპირი.
გამოვაცხოთ კექსი 1 საათის განმავლობაში 180-190°გრადუს ტემპერატურაზე. მზად არის თუ არა კექსი, ასანთის ღერით ან ხის ჩხირით შეამოწმეთ. თუ კექცი ზევიდან შეფერადდა, მაგრამ შიგნით ჯერ კიდევ არ გამომცხვარა, ფოლგა უნდა დააფაროთ და ისე დაასრულოთ გამოცხობა. გამზადებული კექსი გააგრილეთ და შემდეგ ფრთხილად მოაშორეთ ფორმას.
გემრიელად მიირთვით!
|