მასალა:
- 250 გრ. ფქვილი,
- 130 გრ. ერბო,
- 1 სუფრის კოვზი არაჟანი,
- 1 კვერცხი,
- 10 გრ. საფუარი,
- 250 გრ. ნიგოზი ან ნუში,
- 300 გრ. შაქრის ფხვნილი.
მომზადება: თბილ წყალში გახსენით საფუარი, ჩაუმატეთ ფქვილი, არაჟანი, კვერცხი, კარაქი, მარილი, მოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ 0,5 მმ.–ის სიქეზე. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით, თითოეული გუნდი ცხიმწასმულ ფიცარზე გააბრტყელეთ, მოაყარეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული შაქრის ფხვნილში არეული ნიგოზი, დააფარეთ ცომის მე–2 ფენა, კვლავ წაუსვით ცხიმი და მოაბნიეთ ნიგვზისა და შაქრის ნარევი და ა.შ. მიღებული მასა დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად. ზედა ფენას წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. შეგიძლიათ თითოეული ნაჭრის შუაგულში მოათავსოთ ნიგვზის ნახევარი ლებანი ასე გამზადებული ფახლავა გამოაცხეთ ჰაერღუმელში ნელ ცეცხლზე მზა ნამცხვარს ზემოდან წაუსვით თაფლი ან სიროფი და კვლავ შედგით 5 წუთით გამოსაცხობად.
გემრიელად მიირთვით!
|