მასალა: - 3 ცალი კვერცხი,
- 3 სუფრის კოვზი ერბო,
- 1 ჩაის ჭიქა მაწონი,
- 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი,
- 1 კილო პურის ფქვილი,
- 1 კილო ვაშლი, 1 ჩაის კოვზი სოდა.
მომზადება:
აიღეთ 3 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა მაწონი, 3 სუფრის კოვზი ერბო, 1 ჩაის ჭიქა სოდა, 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 კილო ფქვილი და მოზილეთ ცომი. 1 კილო ვაშლი გათალეთ, დაჭერით ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში, ზედ დააყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ პიურე.მოზელილი ცომი გაჭერით ორად და გააბრტყელეთ, ერთი ნაჭერი დადეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით ზედ ცივი ვაშლის პიურე და ზემოდან მეორე გაშლილი ცომის ნაჭერი დააფარეთ, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და შედგით ღუმელში. ღვეზელის გაფორმება სურვილისამებრ შეგიძლიათ ბეზეთი და/ან შოკოლადინ მინანქარით.
გემრიელად მიირთვით!
|