მასალა:- 350 გრ.კარაქი
- 3 ს.კ თაფლი
- 2ჭიქა შაქარი
- 3 კვერცხი
- 1-2 შესქელებული რძე( მალაკო)მოხარშული
- 1ჩ.კ სოდა
- 6 ჭიქა ფქვილი
- ვანილი
- 100გრ.ნიგოზი
მომზადება: კვერცხი და 2 შაქარი ავთქვიფოთ დაუმატოთ თაფლი , 100გრ. კარაქი გამდნარი, სოდა ძმრით და ბოლოს 2-3 ჭიქა ფქვილი, ვანილი, 100გრ. გატარებული ნიგოზი, მიღებული მასა ორთქლზე ვადუგოთ 15 წუთი, გაზე დავდგათ წყალი და რომ ადუღდება დავდგად ზემოდან ემალის ჭურჭელში მოთავსებული ცომი და ურიოთ გაუჩერებლად რომ არ მიგვეწვას, ფერს რომ შეიცვლის გადმოვიღოთ და დაველოოთ გაციებას დაუმატოთ ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ რბილი ცომი, გავყოთ 3 გუნდად და გამოვაცხოთ გაზქურაში .
კრემი მომზადება:
გავთქვიფოთ კარაქი 250 გრამი დაუმატოთ შესქელებული რძე და კარგად გავთქვიფოთ, ცოთა ვანილი. ფირფიტებს წაუსვათ კრემი, ზემოდან შეგვიძლია გვერდები ჩამოვაჭრათ წინასწარ და დავფხვნათ და ის მოვაყაროთ, გავაფორმოთ ასევე შეგვიძლია ნიგოზით ზემოდან.
გემრიელად მიირთვით!
|