მასალა:
- 8 კვერცხი,
- 200 გრ. კარაქი,
- 200 გრ. ფქვილი,
- 200 გრ. შაქრის ფხვნილი,
- 200 გრ. ნუში,
- 100 გრ. ქიშმიში,
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი,
- 1ჩაის კოვზი დანაყილი ლიმონის ქერქი,
- 100 გრ. ფორტოხლის "ცუკატი”.
- ლიქიორი
მომზადება: 8 კვერცხის გული გათქვიფეთ კარგად 1 ჩაის ჭიქა შაქარში, აურიეთ შიგ აზელილი 200 გრ. კარაქი, მარილი, სოდა, 200 გრ. ფქვილი, 200 გრ. დანაყილი ნუში, 100 გრ. ქიშმიში, 100 გრ. წვრილად დაჭრილი ფორთოხლის "ცუკატი”, 1 ჩაის კოვზი დანაყილი ლიმონის ქერქი. ეს მასალა ჩადეთ ერბოწასმულ ფორმაში, ზემოდან შეასწორეთ, წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნუში და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
გემრიელად მიირთვით!
|