საახალწლო სამარხვო სუფრას ნადვილად მოუხდება ეს რულეტი მასალა:
- 600 გრ. ცომი,
- 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში,
- 100 გრ. სამარხვო კარაქი ან მარგარინი,
- 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი,
- 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.
მომზადება: ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქისა და 40 სმ. სიგანის ფენად. მასზე თანაბრად დავყაროთ ქიშმიში, შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.დავახვიოთ და მივცეთ რულეტის ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვევით და ოდნავ დავაწვეთ. 30-40 წუთის შემდეგ ჩავჩხვლიტოთ ზედაპირი ხის ჩხირით, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 200-220° ტემპერატურაზე. გამოცხობილ რულეტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ქიშმიშს შეიძლება დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული და დაჭრილი ნიგოზი. 1 კგ. საფუარიანი ცომის მომზადება: 600 გრ. ხორბლის ფქვილი, 200 მლ წყალი, 50 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 100 გრ შაქარი, 20 გრ საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შაქარი, მარილი, კარაქი, მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, როცა ცომი აფუვდება, დავამუშავოთ.
|