მასალა:
- 250 გრ. გატარებული ნუში,
- 170 გრ. შაქარი,
- 200 გრ. შავი შოკოლადი,
- 200 გრ. გამდნარი ნაღების კარაქი,
- 4 ცალი კვერცხი,
- 1 ჩაის კოვზი ვანილი,
- შაქრის პუდრა.
მომზადება: ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ კარაქი. გავაცხელოთ აირღუმელი 170° ტემპერატურამდე. შოკოლადი დავჭრათ სამზარეულოს კომბაინით წვრილ ნაჭრებად. ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად, სანამ კარგად არ ამოვა და არ მივიღებთ სქელ მასას. დავამატოთ შოკოლადი, ნუში და კარაქი. მოვათავსოდ ფორმაში და ვაცხოთ 45-50 წუთი. ვაცადოთ გაცივება და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვიღოთ ფორმიდან. მოვაყაროთ შაქრის პუდრა. სუფრაზე მივიტანოთ ხილთან და ნაღებთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
|