მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ხაჭოს ტორტი
2010-04-07, 10:21 PM
    მასალა:
      ცომისთვის
  • 4 კვერცხი, 
  • 125 გრ. შაქარი, 
  • 1 შეკვრა ფორთოხლის მშრალი ცედრა, 
  • 75 გრ. ფქვილი, 
  • 75 გრ. სახამებელი, 
  • 1 ჩაის კოვზი ცომის საფხვიერებელი. 
       კრემისთვის: 
  • 16 გრ. ჟელატინი, 
  • 200 მლ. ფორთოხლის წვენი, 
  • 75 გრ. შაქარი, 
  • 250 გრ. ხაჭოს ყველი, 
  • 600 მლ. ნაღები. 
        მოსართავად: 
  • 2 გრ. ჟელატინი, 
  • 100 მლ. გლინტვეინი, 
  • 200 მლ. ნაღები, 
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი, 
  • 1 შეკვრა ნაღების შემასქელებელი, 
  • 75 გრ. თეთრი შოკოლადი, 
  • 50 გრ. დაშაქრული თხილი, 
  • ცოტაოდენი ზეთი. 
მომზადება:
გავაცხელოთ ღუმელი 180°-მდე. დასაშლელი ფორმის ძირს, დიამეტრით 26 სმ., წავუსვათ ცხიმი. კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის და ფორთოხლის ცედრასთან ერთად. ფქვილი შევურიოთ სახამებელს და საფხვიერებელს, გავცრათ და შევურიოთ ათქვეფილ მასას.
მოვათავსოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ 30 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაგრილოთ. ბისკვიტი გავჭრათ ჰორიზონტალურად, ქვედა ფენა დავდოთ ლანგარზე, გარშემო გავუკეთოთ ფორმის კიდე.
კრემის მოსამზადებლად დავალბოთ ჟელატინი. ფორთოხლის წვენი და შაქარი გავათბოთ. დავუმატოთ გაწურული ჟელატინი და მათთან ერთად გავადნოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვაცადოთ გაგრილება, როცა მასა დაიწყებს გაცივებას დავამატოთ ხაჭოს ყველი.
ნაღები ავთქვიფოთ, შევურიოთ კრემს. ნახევარი კრემი დავდოთ ტორტის ფენაზე ისე, რომ ცენტრში იყოს ჩაღრმავებული. ზემოდან დავადოთ მეორე ფენა და ოდნავ დავაწვეთ ცენტრში. წავუსვათ დარჩენილი კრემი და გავასწოროთ.
მოსართავად დავალბოთ ჟელატინი. გავაკეთოთ სხვადასხვა ზომის ამონაჭრები, წაუსვათ ზეთი ფუნჯის დახმარებით და დავდოთ ტორტზე. ღვინო გავათბოთ და მასში გავადნოთ გაწურული ჟელატინი. დავასხათ მასა ამოჭრილი ტორტის ზედაპირზე და შევდოთ მაცივარში 8 საათით.
გამოვიღოთ ტორტი მაცივრიდან, მოვაშოროთ კიდე და საჭრელები.
ნაღები ავთქვიფოთ შემასქელებელთან ერთად, წავუსვათ ტორტის გვერდებს. დარჩენილი ნაღები ჩავდოთ საკონდიტრო ტომარაში და მოვრთოთ ტორტის გვერდები. ცივი შოკოლადი გავხეხოთ და მოვაყაროთ, მოვრთოთ დაშაქრული თხილით.
16 ულუფა, მომზადების დრო – 60 წუთი.


0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, ღვინის, ვარსკვლავებით, ხაჭოს ტორტი, ტკბილეულობა
ნანახია: 2534 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]