მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ტორტი “ყავის არომატი”
2010-04-07, 10:23 PM
      მასალა:
  • 3 ც. კვერცხი, 
  • 4 ს/კ შაქარი ცომისთვის, 
  • 4 ს/კ შაქარი კრემისთვის, 
  • 1/2 პაკეთი ვანილის შაქარი, 
  • 4 ს/კ პურის ფქვილი, 
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი, 
  • 200 გრ. მაღალი ცხიმიანობის ხაჭო, 
  • 3 პაკეტი ხსნადი ყავა "კაპუჩინო”, 
  • 1 ც. კვერცხის გული, 
  • 24 გრ. ჟელატინი, 
  • 50 გრ. შავი შოკოლადი, 
  • 50 გრ თეთრი შოკოლადი, 
  • 400 გრ. მაღალი ცხიმიანობის ნაღები, 
  • 1 ს/კ ჟოლოს ხილფაფა, 
  • 3 ც. ატამი, 
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი, 
  • 4 ც. მშრალი "ნამცხვარი”. 
      მომზადება:
     კვერცხის გული გამოყავით ცილისაგან. გულს შეურიეთ 3 ს/კ შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში არ გაიზრდება სამჯერ. ცალკე ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში არ გაიზრდება 4-5-ჯერ. ათქვეფილ გულს დაუმატეთ ათქვეფილი ცილის 1/3 ნაწილი, ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, ამოურიეთ კარგად, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ცილა და ამოურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. ფორმაში ჩადეთ ცხიმწასმული ქაღალდი, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი 180°С.
გული გაგლისეთ შაქართან ერთად და დაუმატეთ ხაჭო. ყავა გახსენით 150 მლ ცხელ წყალში, შეაგრილეთ, შეურიეთ ხაჭოს მასას. ჟელატინი გაადნეთ წყლის აბანოზე. შოკოლადი გახეხეთ და გამდნარ ჟელატინთან ერთად დაუმატეთ ხაჭოსა და ყავის მასას, კარგად გააცივეთ და თქვეფის დროს ცოტ-ცოტა დაუმატეთ ნაღები. ბისკვიტს ირგვლივ შემოავლეთ ფორმის რგოლის, ფენას წაუსვით ხილფაფა, დაადეთ წილაკებად დაჭრილი 2 ც. ატამი, ზემოდან დადეთ კრემი, მოასწორეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. მოხსენით რგოლი, ტორტი გააფორმეთ ატმის წილაკებით, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, კაკაოს ფხვნილი, გვერდებზე მოაყარეთ დაფხვნილი ნამცხვარი.
ულუფის რაოდენობა: 12; მომზადების დრო: 1 საათი 15 წუთი + გაციების დრო.



0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, ჟოლოს კრემით, ტკბილეულობა, ტორტი
ნანახია: 2721 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]