მასალა ბისკვიტისთვის:- 12 კვერცხი
- 3ჭ.შაქარი
- 2/5ჭ ფქვილი
- 2ს.კ.ასაფუებელი (რაზრიხლიტელი)
- 1/2 ს.კ.კაკაო
- ვანილი,
- 1ს.კ. ვისკი
მასალა კრემისთვის:
- 500გრ.კარაქი
- 1 ბანკა შესქელებული რძე (სგუშონი)
- 3ს.კ.კაკაო
- ალუბლები (კურკა გამოცლილი)
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ დაუმატოთ კაკაო,ვანილი,ვისკი,ფქვილი და ასაფუებელი(რაზრიხლიტელი),მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმ ცასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ გაზქურაში ,როცა გამოცხვება დაახლოებით დაბალ გაზზე 1 საათის შემდეგ გამ გადმოვიღოთ ფორმიდან და გავაჩეროთ სანამ არ გაცივდება მანამდე.
ბისკვიტი გავშრათ შუაზე დავნამოთ კონიაკისა და სიროფის ნაზავით,ატქვეფილ კარაქს დაუმათოთ მოხარშული სგუშონი, ვანილი, კაკაო,გამზადებულ კრემს შეურიოთ ალუბლები ( შეიძლება მურაბის ან კომპოტის ალუბლების გამოყენებაც)ცოცხალი ალუბლები კი უკეთესია რამდენიმე დღით ადრე კონიაკში ან არაყში ჩააწყოთ.
ზემოდან დავაფაროთ მეორე ნაწილი და ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი ან (სურვილისამებრ კრემი წაუსვათ და ალუბლებით მოვრთოთ) შევდგათ მაცივარში მთელი ღამე .
გემრიელად მიირთვით!
|