მასალა ბისკვიტისთვის: - 4 ც. კვერცხი,
- 40 გრ. შაქარი,
- 5 გრ. კაკაოს ფხვნილი,
- 50 გრ. პურის ფქვილი ან 60 გრ. სახამებელი
მომზადება: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ არ მოიმატებს მოცულობაში 2-3-ჯერ. ჩაყარეთ ფქვილი ან სახამებელი, რომელშიც წინასწარ შურიეთ კაკაოს ფხვნილი და სწრაფად მოზილეთ ცომი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში, ჰაერღუმელში 220°-ზე, 20-25 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გააგრილეთ და დაჭერით 2-3 ფენად. მასალა კრემისთვის: - 300 გრ. კარაქი,
- 150 გრ. შაქრიანი
- შედედებული რძე,
- კონიაკი, ვანილი.
მომზადება: კარაქი კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაუმატეთ შედედებული რძე, ბოლოს კონიაკი და ცხელ წყალში გახსნილი ვანილი. სუფლეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 3 კვერცხის ცილა, 180 გრ. შაქარი, 50 გრ. წყალი ვაჟინისთვის, 150 გრ. წყალი ჟელატინისთვის, 15 გრ. ჟელატინი. მომზადების წესი: ჟელატინი ჩაალბეთ 40 წუთით და გადაწურეთ. გაადნეთ ორთქლზე. წყალში ჩაყარეთ შაქარი და წამოადუღეთ, მოხსენით ქაფი და ადუღეთ ბუშტების წარმოქმნამდე. ამავდროულად ცილა ათქვიფეთ, ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი სეროფი, ბოლოს – გამზადებული ჟელატინი. სუფლე შეაგრილეთ, დაუმატეთ კრემის 1/4 და ფრთხილად ამოურიეთ. ფირფიტები შეაერთეთ კრემით, ჩადეთ გასახსნელ ფორმაში, დაასხით სუფლე, მოასწორეთ და გააცივეთ. ფორმას მოხსენით გვერდები. ზემოდან და გვერდებზე წაუსვით შოკოლადის მინანქარი. შოკოლადის მინანქარი: ორთქლზე გაადნეთ 100 გრ. შოკოლადი 30 გრ. კარაქთან ერთად. მომზადების დრო: 1 საათი + გაციება.
|