მასალა ბისკვიტისტვის :- 10კვერცხი
- 2 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
მასალა კრემისთვის: - 1 ლ.რძე
- 7 ს.კ. ფქვილი
- 7ს.კ. შაქარი
- 600 გრ .კარაქი
- 1 მალაკო (შესქელებული რძე)
- ვანილი
ბისკვიტზე მოსაყრელი: - 200გრ.ნიგოზი
- 200გრ. ქიშმიში
- გარგრის მურაბა 4ცალი გარგარი
- 100 გრ. გახეხილი შოკოლადი
მომზადება:
ავიღოთ 10 კვერცხი და გავაცალკეოთ ცილა და გუილები ერთმანეთისგან
ცილა აუთქვიფოთ მიქსერით კარგად მანამ ჰაეროვან მასას არ მივიღებთ
ვთქვიფოთ გაუჩერებლად იქამდე სანამ ,რომ გადმოვაბრუნოთ
თასიდან არ უნდა გადმოდიოდეს
შემდეგ დაუმატოთ ნელ -ნელა 2 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ
შემდეგ კვერცხის გულები შეურიოთ
და ბოლოს 2 ჭიქა ფქვილი ნელ- ნელა დაუმატოთ
გვთქვიფოთ კარგად
და უკვე გამზადებულ ფორმასში ჩავასხათ,ფორმას ჩაუფინოთ კალკის ქაღალდი და ფორმას გარშემო და ძირზე წაუსვათ ქარაქი
მე ეს მასა გავყავი ორად პატარა ფორმაშიც ჩავასხი დაახოებით 2 კვერცხის ხელა იქნებოდა ფორმა (ანუ ამ 10 კვერცხიდან გავყავი)
ესე გამოიყურება უკვე ფორმაში ჩასხმული
და შევდგათ გაზქურაში დაბალ გაზზე გამოსაცხობად დაახლოებით 1საათი(მე ძალიან დაბალზე მქონდა და 2 საათი უნდა გამოცხობას) პტარა ფორმაში ჩასხმული მალე გამოვიღე უცბად გამოცხვა
ცხელივე გადმოვიღოთ ფორმიდან და ძირიდან მოვაძროთ კალკის ქაღალდი
შიგნით გული გამოცხობილი არის თუ არა შეგვიძლია ასანთის ღერით გავსინჯოთ ,ზემოდან ჩავასოთ და თუ სუფთათ ამოვიღეთ ესეიგი დაშუშულია
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე
და დავნამოთ ორივე მხარე კარგად
მე მაყვლის წვენით,ჩაის ნაყენით,გარგრის მურაბით და კიდევ 3 ს.კ ლიქიორით ( არაყიც შეიძლება) დავნამე
კრემის მომზადება:
1 ლიტრა რძეს აურიეთ 7 ს.კ. ფქვილი და 7 ს.კ. შაქარი
დავდგათ დაბალ გაზზე და ურიოთ შეუჩერებლად
მიღება ასეთი ფაფა ,გავაციოთ
მანამდე 600გრ. კარაქი გავთქვიფოთ კარგად და დაუმატოთ
შესქელებული რძე (მალაკო) 1 ქილა
ვანილი 1 პაჩკა
შემდეგ ფაფა შევათქვიფოთ კარაქს კარგად და კრემიც მზას არის
როცა ტორტს დავნამავთ ზემოდან
თხლად წაუსვათ კრემი და დავაყაროთ ნიგოზი ,ქიშმიში და გარგრის მურაბა
დავაფაროთ ზედა ფენა და იგივე გავიმეოროთ ,წაუსვათ კრემი ზემოდან და გარშემო ,ზემოდან დავაყაროთ იგივე ნიგოზი, ქიშმიში და გარგრის მურაბა
და მოვრთოთ ტორტი გარშემო სურვილისამებრ მე ეს ფორმა შევარჩიე
ზემოდან დავადე ის პატარა ბისკვიტი ,ისიც ისე უნდა გავაკეთოთ გავჭრათ შუაზე დავნამოთ წაუსვათ კრემი და იგივენაირად მოვაყარე ნიგოზი,ქიშმიში და გარგრის მურაბა
ისიც პატარ ბისკვიტი მოვრთე როგორც დიდი ბისკვიტი იგივე ფოირმით
ზემოდან წითელი ფორმით რომ გამეფორმებინა კრემი გადმოვიღე პატარა თეფშზე და წითელი ფერი გაუკეთე (წვენების დასაყენებელი გამოვიყენე ფერად)
დიდ ბისკვიტი ზემოდა მოვრთე თეთრად და წითელი ყვავილები დავასვი,ხოლო პატარა ბისკვიტს ზემოდან მოვაყარე გახეხილი შოკოლად და 1 წითელი ყვავილი დავასვი შუაში.
გემრიელად მიირთვით!
|