მასლა:
- მშრალი ბისკვიტი – 260 გრ.,
- მარგარინი – 150 გრ.,
- ჟელატინი – 12 გრ.,
- გახეხილი ხაჭო – 500 გრ.,
- შაქარი – 75 გრ.,
- ვანილის შაქარი – 1 ჩ.კ.,
- ლიმონისა და ფორთოხლის გახეხილი ცედრა და წვენი,
- ქერქი – გასაფორმებლად,
- ახალი ხენდრო ან მისი ჯემი, ან მურაბა – 250 გრ., სოუსისთვის – 50 გრ. ხენდრო,
- ცოტა წყალი.
მომზადება: ბისკვიტი დაფშვენით საბრტყელებლით ან გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში. გაადნეთ მარგარინი და შეურიეთ ბისკვიტის ნაფხვენებს. მიღებული მასა მოათავსეთ მოსახსნელძირიან ნამცხვრის ფორმაში, თან მჭიდროდ მიაკარით ფორმის ფსკერსა და კედლებზე. შედგით მაცივარში დაახლოებით 15 წუთით. დაასხით ჟელატინს ცივი წყალი, გააჩერეთ მანამ, სანამ ნამცეცები გამჭვირვალე არ გახდება. ერთმანეთში შეურიეთ ხაჭო, შაქარი, ვანილის შაქარი, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. გადაწურეთ ჟელატინი და ფორთოხლის წვენთან ერთად ნელ ცეცხლზე გააცხელეთ. შემდეგ დაამატეთ მიღებულ ნაზავში. მიღებული მასა მოათავსეთ ბისკვიტის ნაფხვენებისაგან გამომცხვარ ფუძეზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით. სოუსისთვის _ დაჭყლიტეთ ხენდრო მცირე რაოდენობის წყალში (სურვილისამებრ შაქართან ერთად) პიურეს მაგვარი მასის მიღებამდე. დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააფორმეთ ტორტი ფორთოხლის ცედრით, მარწყვით, მურაბით ან ჯემით. ტორტის სოუსი სუფრასთან ცალკე მიიტანეთ. მომზადების დრო – 60 წუთი
|