მასალა:- რძე – 1.5 ჭ.,
- კარაქი – 150 გრ.,
- ხორბლის ფქვილი – 1.5 ჭ.,
- კვერცხი – 6 ც.,
- მარილი – 1/3 ჩ.კ.,
- მარგარინი – 1 ჩ.კ.,
- მაღალი ცხიმიანობის არაჟანი – 2 ჭ.,
- შაქარი – 1 ჭ.,
- ქოქოსის გული – 2 ს.კ.,
- თეთრი შოკოლადი – 100 გრ.,
- ნიგოზი – 100 გრ.
მომზადება: რძეს დაუმატეთ კარაქი, მარილი, მიიყვანეთ დუღილამდე, თან ურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი (თან ისევ ურიეთ), სანამ მასში არ გაქრება ფქვილის ბურთულები. შემდეგ შეაგრილეთ 70-80°-მდე და სათითაოდ შეაზილეთ კვერცხი, ამასთან, მასა კი არ ათქვიფოთ, არამედ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მზა ცომი წებოვან მასას უნდა წარმოადგენდეს. საცხობ ტაფას წაუსვით მარგარინის ძალიან თხელი ფენა და მასზე საკონდიტრო შპრიცით დაასხით ცომი `თითების~ სახით. გამოაცხვეთ 180-200°-ზე გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ. არაჟანი ათქვიფეთ, თან ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ მასას.გამომცხვარი `თითები~ ამოავლეთ კრემში და დაალაგეთ ლანგარზე. შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეურიეთ ქოქოსის გულს და მოაყარეთ ტორტს. მორთეთ ნიგვზის დაუჭრელი ლებნებით.ულუფა: 12; მომზადების დრო: 1 სთ. 30 წთ.
|