მასალა:
- 100 გრ. მზა ფენოვანი ცომი,
- 3 კვერცხი,
- 300 გრ. ხაჭო (5%),
- 50 გრ. კარაქი,
- 2 ს.კ. შაქარი,
- 1/2 ლიმონი,
- 1/2 ჭიქა ქიშმიში.
მომზადება: ფენოვანი ცომი გავავღოთ, ხაჭო გადავწუროთ საწურში და დავუმატოთ შაქარში გათქვეფილი კვერცხი.
ქიშმიში გავარჩიოთ, გავრეცხოთ და 15 წუთით ჩავალბოთ ცხელ წყალში, შემდეგ წყალი გადავასხათ და ქიშმიში ოდნავ შევაშროთ. ლიმონს მოვაცალოთ ცედრა, დავაქუცმაცოთ და ქიშმიშთან ერთად ჩავყაროთ ხაჭოში.
ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ რგოლი, რომლის დიამეტრი საცხობი ფორმის დიამეტრის ტოლი იქნება. გადავიტანოთ იგი ტაფაზე.
ცომის ნარჩენები დავჭრათ ზოლებად ღვეზელის მოსართავად. წავუსვათ მათ კვერცხი ან წყალი და მივაწებოთ ღვეზელის კიდეებს. იმისათვის, რომ ფენოვანი ცომი თანაბრად აფუვდეს, რამდენიმე ადგილას მისი ზედაპირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ. ხაჭოს შიგთავსი გავშალოთ ცომზე თანაბარ ფენად.
ხაჭოს ფენას გამდნარი კარაქი მოვასხუროთ.
ღვეზელის ზედაპირი მოვხატოთ კოვზით ან ჩანგლით და ვაცხოთ წინასწარ გახურებულ ქურაში 200º-ზე 25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
|