მასალა:- 4 კვერცხი
- 200გრ . ზეთი
- 400 გრ. შაქარი
- 1ს.კ. ლიმონის წვენი
- 1ჩ.კ. სოდა
- 1 ს.კ. კაკაო
- 200-250 გრ. ფქვილი
- ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
- ცოტა ვანილი
- 150 გრ. ნიგოზი
მომზადება:
კვერცხის გულისა და 200 გრ. შაქრისაგან გააკეთეთ გოგლიმოგლი დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენი, სოდა, მარილი, კაკაო, ვანილი და ფქვილი ათქვიფეთ მიქსერით
ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის
გამოაცხეთ 2 ან 3 ფენა
კალკის ქაღალდი დააფინეთ ჟარუნას და დაასხით ცომი , ზემოდან მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი
გამოაცხვეთ 160 გრადუსზე
კვერცხის ცილასაგან გააკეთეთ ბეზე : ცილა კარგად ათქვიფეთ მიქსერით შემდეგ ნელ ნელა დაუმატეთ შაქარი
ბეზე რომ მზად იქნება გადავიტანოთ ემალის ჭურჭელში და გაზზე ადუღებულ წყლიან ქვაბზე დავდგათ და ურიეთ ბეზეს გააჩერეთ3-5 წუთი
გამზადებული ბეზე წაუსვით ნამცხვრის ფირფიტებს
და კიდევ მოაყარეთ ნიგოზი
შემდეგ მეორე და მესამე ფენა ასე გაიმეორეთ , ბოლო ფენას ნიგოზთან ერთად ნამცხვრის მონარჩენი ფირფიტა შეგიძლიათ მოაყაროთ
გემრიელად მიირთვით!
|