ფრთხილად გავაცალკეოთ კვერცხის გული და ცილა ავთქვიფოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი, ვანილთან ერთად, ვთქვიფოთ მდგრად ქაფამდე, რომ მოცულობა გაიზარდოს 4-5-ჯერ. შემდეგ ძალიან ფრთხილად დავუმატოთ მოხალული, დაჭრილი და ფქვილთან ერთად არეული ნიგოზი. ფრთხილად მოვურიოთ ცომს (ზემოდან ქვემოთ, ნელა და ნაზად) მაშინვე გადავიღოთ ეს მასა ტაფაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე.
უნდა გამოვიდეს ორი ფენა, სისქით 6-7 მმ. და გამოვაცხოთ ღუმელში დაბალ ცეცხლზე 140-160° ტემპერატურაზე 2-2,5 საათი. გავაციოთ, მოვაშოროთ ქაღალდი. წავუსვათ ფენებს ნაღების კრემი. ზემოდან შოკოლადის კრემი (ფენის სისქე უნდა იყოს 2-3 მმ) მოვრთოთ თეთრი და ვარდისფერი (შეღებილი ჭარხლის წვენით) კრემით და ცუკატით ან მურაბის ხილით. გამზადებული ფენები შევაერთოთ ნაღების კრემით, ზემოდან დავფაროთ შოკოლადის კრემით. კვლავ მოვრთოთ ნაღების კრემით და ცუკატით. ზედაპირზე წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნაფხვენი.
"კიევის” ტორტი მიეკუთვნება ჰაეროვან ნიგვზიან ტორტებს და ის უნდა გამოვაცხოთ მხოლოდ თბილ აირღუმელში 140-160° ტემპერატურაზე და შემდეგ გავაჩეროთ ტორტის სტრუქტურის გასამაგრებლად არანაკლებ 12-24 საათი.