მასალა ბისკვიტისთვის :
- 8 კვერცხი
- 2 ჭიქა შქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
მასალა კრემისთვის:
- 0,5 ლ. რძე
- 3ს.კ. ფქვილი
- 4 ს.კ. შაქარი
- 200გრ. კარაქი ან (მარგარინი ona)
- ვანილი
მასალა შიგთავსისთვის:
- 1 კგ. მარწყვი
- 300გრ. ალუბალი
- 200გრ. მალინა
მომზადება:
ავიღოთ 8 კვერცხი და გავაცალკეოთ ცილა და გუილები ერთმანეთისგან
ცილა აუთქვიფოთ მიქსერით კარგად მანამ ჰაეროვან მასას არ მივიღებთ
ვთქვიფოთ გაუჩერებლად იქამდე სანამ ,რომ გადმოვაბრუნოთ
თასიდან არ უნდა გადმოდიოდეს
შემდეგ დაუმატოთ ნელ -ნელა 2 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ
შემდეგ კვერცხის გულები შეურიოთ
და ბოლოს 2 ჭიქა ფქვილი ნელ- ნელა დაუმატოთ
გვთქვიფოთ კარგად
და უკვე გამზადებულ ფორმასში ჩავასხათ,ფორმას ჩაუფინოთ კალკის ქაღალდი და ფორმას გარშემო და ძირზე წაუსვათ ქარაქი
და შევდგათ გაზქურაში დაბალ გაზზე გამოსაცხობად დაახლოებით 1საათი
ცხელივე გადმოვიღოთ ფორმიდან და ძირიდან მოვაძროთ კალკის ქაღალდი
შიგნით გული გამოცხობილი არის თუ არა შეგვიძლია ასანთის ღერით გავსინჯოთ ,
ზემოდან ჩავასოთ და თუ სუფთათ ამოვიღეთ ესეიგი დაშუშულია
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და დავნამოთ ორივე მხარე კარგად
მე მარწყვის, მალინის, მაყვლის და ალუბლის წვენით დავნამე 2 ს.კ. არაყიც გაუკეთე
კრემის მომზადება:
რცესი აურიოთ ფქვილი და შაქარი და მოვხარშოთ დაბალ გაზზე, ავთქვიფოთ ცალკე კარაქი მიქსერით კარგად და ნელ ნელშეურიოთ ნელთბილი ფაფა ( ცხელი არ უნდა იყოს თორემ კარაქს გაადნობს) დაუმატოთ ვანილი
გაჭრილ ბისკვიტის ქვედა დანამულ ფენას წაუსვათ თხლად კრემი
და დავალაგოთ მარწყვი, ალუბალი და მალინა
ზემოდან დავადოთ მეორე დანამული ფენა და გავიმეოროთ იგივე
წაუსვათ გარშემო კრემი
გვერდებზე მოვრთოთ
ზემოდან მარწყვით გამაფორმოთ
უმჯობესია სულ მარწყვი დავალაგოთ ზემოდან
გემრიელად მიირთვით!
|