მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 200 გრ. პურის ფქვილი, 100 გრ. შაქარი ცომისთვის, 5 ს/კ შაქარი შიგთავსისთვის, 1 ც. კვერცხი, 4 ს/კ კარაქი ცომისთვის, 2 ს/კ კარაქი შიგთავსისთვის, 1/2 კგ. ვაშლი, 3 ს/კ ლიმონის წვენი, 100 გრ. უწუმწო ქიშმიში, 1 ჩ/კ გახეხილი ლიმონის კანი, 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი, 1 ს/კ თაფლი, 2 ს/კ გაფრცქვნილი ნუში, 2 ს/კ რძე. მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი გათქვიფეთ. 3,5 ს/კ კარაქი გააცივეთ, დაჭერით, აურიეთ ფქვილში. შეაერთეთ კვერცხის მასასთან. მოზილეთ ცომი, ჩადეთ 30 წუთით მაცივარში. დარჩენილი კარაქი წაუსვით დასაშლელ ფორმას და ჩადეთ ცომი ისე, რომ გვერდები მაღლა ჰქონდეს აწეული. ვაშლი გაფრცქვენით, მოაშორეთ გული, წვრილად დაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი, ჩადეთ წინასწარ 1,5 ს/კ კარაქწასმულ "მაღალკედლიან” ფორმაში, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, გარეცხილი ქიშმიში, ლიმონის კანი და გააცხელეთ 10 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. კარტოფილის ფქვილი გახსენით მცირე რაოდენობის წყალში ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე, შეაერთეთ ვაშლთან, აურიეთ, ცომზე გადმოიღეთ და მოაწორეთ. დარჩენილი კარაქი გალესეთ 3 ს/კ შაქართან და თაფლთან ერთად, დაუმატეთ ნუში, რძე, აადუღეთ და გადაუსვით ვაშლს. გამოაცხვეთ ტორტი ჰაერღუმელში 2000º-ზე 45 წუთის განმავლობაში. შეაგრილეთ და შედგით მაცივარში 3 საათით. ულუფების რაოდენობა: 12; მომზადების დრო: 1 საათი 20 წუთი + გაციება
|