მასალა ცომისთვის:
- 2 კვერცხი
- 250გრ. კარაქი
- 150გრ. შაქარი
- 600გრ. ფქვილი
- 1/2 სოდა ძმრით
- მწიკვი მარილი
მასალა კრემისთვის: - 1 ქილა შესქელებული რძე მოხარშული (მალაკო)
- 300გრ. კარაქი
- 1 ვანილი
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი დაუმატოთ მარილი
გამდნარი კარაქი (მარგარინიც შეიძლება)
დავმატოთ ნელ - ნელა ფქვილი, სოდა ძმრით
და ისევ დარჩენილი ფქვილი
ცომი უნდა გამოვიდეს საშუალო მაგარის
ცომის პატარა გუნდებს ჩავდებთ ცხელ ცხიმ წასმულ ფორმებში დავახურებთ მეორე ნახევარს და გამოვაცხოთ გაზზე
გამომცხვარი კაკლები აი ასეთია
მოვამზადოთ სგუშონის კრემი:
ცალკე ავთქვიფოთ 300 გრამი კარაქი დაუმატოთ ვანილი
ნელ- ნელა შევათქვიფოთ მოხარშული შესქელებული რძე (სგუშონი)
მივიღებთ აი ასეთ გემრიელ კრემს
წაუსვათ ნახევარ კაკალს კრემი, უხდება ასევე შიგნით რომ ჩადოთ ( ნუში, თხილი ან მზესუმზირა) შემდეგ მეორე ნახევარს წაუსვათ კრემი და შევაერთოთ ხელით
გემრიელად მიირთვით!
|