მასალა: - 2კვერცხი
- 200მლ. რძე
- 200მლ.შაქარი
- 150გრ. კარაქი
- 1ჩ.კ. სოდა ძმრით
- 1 ვანილი
- 3- 3,5 ჭიქა ფქვილი (1 ჭ. 200 გრამიანი)
- ცოტა-ცოტა ცუკატები
- მინანქარი
მომზადება:
წინასწარ მოვამზადოთ მასალა
ჩავყაროთ თასში ფქვილი დაუმატოთ კვერცხი
შაქარი, ცუკატები - ილი, კარგდამონი
რძე
გავადნოთ კარაქი
დაუმატოთ გამდნარი შეგრილებული კარაქი
და მიქსერით ავთქვიფოთ
50 გრ. წყალში ჩავყარე ლიმონის, ფორთოხლის ქერქი 4 ცალი მიხაკი
წამოვადუღე და ის წვენიც გაუკეთე ცომს
მქონდა კექსის ერთჯერადი ქაღალდის ფორმები
რომელშიც ძალიან კარგები გამოდის და არც მიწვავს
დაბლა ძირზე კარაქი წაუსვი
და სადილის კოვზით ნახევარი ფორმა გავავსე ცომით
ზოგიერთს ცომში პატარა კოვზით მსხლისა და ვაშლის კომბინირებული პავიდლო მქონდა და ის გაუკეთე
შევდგათ გაზქურაში 180 გრ.
ცხვება დაახლოებით 20 - 30 წუთში
როცა გამოცხვება ფორმებიდან არ ამოვიღებთ
გასალამაზებლად მინანქარი მოვასხი, ზოგიერთს სანამ გაზქურაში შევდგავდი წვრილად დაჭრილი ნიგოზიც კი მოვაყარე
მინანქრის მომზადება:
პატარა ტაფაში ჩავდე 50 გრ. კარაქი 3 სუფრის კოვზი რძე , 4 ს.კ. შაქარი, 5ს.კ კაკაო
წამოვადუღე გაზზე
როცა მზად იქნება მოასხით კექსებს
მინანქარს მოვაყარე პასკას რომ ვაფორმებთ ის პატარა ბურთულები
გემრიელად მიირთვით!
|