ფორთოხალი გათალეთ, გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად, გაჭრილი პირით დააწყვეთ ლანგარზე, ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს . გააცივეთ მაცივარში, შემდეგ გაალამაზეთ ბეზეს ყვავილებით, რისთვისაც გამოიყენეთ ტორტის მოსართავი ფორმები.
შოკოლადის მინანქრის მომზადების წესი: 3/4 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი, 5 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი, 50გრ კარაქი და 3 ს.კ. რძე ან წყალი მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე , შეაგრილეთ და ისე მოასხით ფორთოხალს.
ბეზეს მომზადების წესი: 2 ცალი კვერცხის ცილა კარაგად გათქვიფეთ გათეთრებამდე, შეთქვიფეთ 3 ს.კ. შაქრის ფხვნილი და მარილი.