მომზადება:
1კგ ხაჭო გავატაროთ საცერში (შეიძლება 2-3-ჯერ ხორცსაკეპში გატარებაც). ცალკე გავაკეთოთ გოგლი-მოგლი 3 კვერცხის გულისა და 100 გ შაქრისგან, რომელიც ორთქლზე უნდა გაითვიფოს. გატარებულ ხაჭოს დავამატოთ სხვადასხვა ხილის ჩირი, ქიშმიში, ვანილი, გოგლი-მოგლი, 100 გ არაჟანი და 100 გ დარბილებული კარაქი, კარგად ავურიოთ და ჩავდოთ სპეციალურ ფორმაში, რომელშიც დოლბანდი იქნება ჩაფენილი. ვაცადოთ დაწრეტა და მთელი ღამის განმავლობაში შევდგათ მაცივარში.
რჩევები: ამ პასკისთვის უკეთესია მშრალი, ცხიმიანი ხაჭო. იმისთვის, რომ ხაჭოს პასკა ადვილად მოაშოროთ ყალიბს, დოლბანდი, რომელსაც ფორმაში ჩააფენთ, წინასწარ უნდა დაასველოთ და გაწუროთ. თუ სპეციალური ყალიბი არ გაქვთ, ხაჭოს პასკის მოსამზადებლად ჩვეულებრივი საწურის ან ყვავილის ქოთნის გამოყენებაც შეგიძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მას ჰქონდეს პატარა ხვრელი, საიდანაც დაწრეტილი სითხე გამოვა.
|