მასალა: 250-300 გრ. სხვადასხვა სახეობის კენკრა (შეიძლება გაყინულიც); 3-4 ს/კ დაფხვნილი ნუშის ნამცხვარი (შემცვლელად ,,ქალის თითები); 3-4 ს/კ ლიქიორი; 1 ცალი კვერცხი; 1 ცალი კვერცხის გული; 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი; 40 გრ. შაქარი; შაქრის პუდრი მოსაყრელად.
მომზადება:
კენკრა გავრეცხოთ და გავაშროთ. 2 საშუალო ზომის ფორმას წაუსვათ კარაქი, ძირზე მოვაყაროთ დაფხვნილი ნამცხვარი, დავნამოთ ლიქიორით. მოვაყაროთ კენკრა. ღუმელში გრილი გავახუროთ მაქსიმალურად. კარგად გავთქვიფოთ კვერცხი, კვერცხის გული, ვანილი და შაქარი. გავაგრძელოთ თქვეფა ორთქლის აბაზანაზე, იქამდე სანამ შესქელდება მასა. მოვასხათ კრემისებური მასა კენკრას, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და დავაწითლოთ გრილზე. მივირთვათ მაშინვე.
|