ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ შაქრის პურდა და
ავურიოთ კვერცხის ცილაში. მიღებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები.
ცხელ წყალში გავხსნათ შოკოლადი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ
კარგად არ შესქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვავლოთ თითოეული ნიგვზის
ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ
პერგამენტგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე გახურებულ
გაზქურაში ათი წუთით და გამოვიღოთ.
მასალა:
ნიგოზი – 150 გრამი
შაქრის პუდრა – 150 გრამი
კვერცხი – 1 ცალი
შოკოლადი – 150 გრამი
წყალი – 2 სუფრის კოვზი
|