მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კგ. ხაჭო, 5 ც. კვერცხი, 200 გრ. ნაღების კარქი, 2 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 100 გრ. ნუში, 2 ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი. მომზადების წესი: ხაჭო გახეხეთ საცერში, დაუმატეთ კვერცხი, კარაქი და არაჟანი. შედგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან ყინულზე და ურიეთ, სანამ მასა არ გაცივდება. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, დაჭრილი ნუში, გარეცხილი ქიშმიში, ვანილის შაქარი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ, მოათავსეთ შიგნიდან ნაჭერ ამოფენილ ფორმაში და შრატის მოსაცილებლად დაადეთ ჯორგი (სიმძიმე). ულუფების რაოდენობა: 10; მომზადების დრო: 40 წთ.
|