ულუფების რაოდენობა: 6 მომზადების დრო: 40 წუთი მომზადებისთვის დაგჭირდებათ: • 150 გრ. გატარებული ნუში • 25 გრ. ფორთოხლის წილაკები • 30 გრ. ჟელატინი • 1/2 ჩ/ჭ შაქარი • 11/2½ჩ/ჭ რძე მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ 2 ჭიქა ადუღებულ და გაცივებულ წყალში 30 წუთით. დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი, შედგით ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, ჟელატინის სრულ გადნობამდე. გამდნარ ჟელატინში ჩაასხით რძე, ნუში, შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ, ჩაასხით 6 ცალ ფორმაში და შედგით მაცივარში შედედებამდე. სუფრაზე გატანის წინ ფორმები რამოდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ თეფშზე. გააფორმეთ ფორთოხლის წილაკებით.
|