ულუფების რაოდენობა: 10 მომზადების დრო: 35 წუთი + გაციება მომზადებისთვის დაგჭირდებათ: • 1 კგ. ხილი(ფორთოხალი, ყურძენი, ბანანი, ალუბალი) • 45 გრ. ჟელატინი • 200 გრ. შაქარი • 900 გრ. თეთრი ღვინო • 2 ც. ლიმონის წვენი მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ წყალში 40 წუთით. ზედმეტი წყალი გადაასხით. გაფუებული ჟელატინი გაადნეთ წყლის ორთქლზე. 300 გრ. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და მასში გაადნეთ შაქარი. შეაგრილეთ 40 ОС-მდე და შეურიეთ ჟელატინი. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ლიმონის წვენი და ღვინო. შეაგრილეთ. ხილი დაჭერით წვრილად, დადევით ფენებად ფორმაში და მოასხით მომზადებული ჟელე. გააცივეთ სრულ შედედებამდე 3 სთ-ის განმავლობაში. სუფრაზე გატანის წინ ფორმები რამოდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ ბრტყელ თეფშზე. სუფრაზე მიიტანეთ დესერტის ბისკვიტთან ან ნამცხვართან ერთად. ოსტატის რჩევა _ არ გამოიყენოთ ანანასი ან კივი, რადგან მათში შემავალი ნივთიერება ხელს უშლის შედედებას.
|