ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის: კვერცხი - 4 ცალი შაქარი - 1 ჭიქა ფქვილი - 1 ჭიქა. სიროფი: შაქარი - 130 გრ. წყალი - 120 მლ. კონიაკი - 1 ს.კ. სუფლესთვის: ნაღები 33% - 300 მლ შაქრის პუდრა - 1,5 ჭიქა ჟელატინი - 20 გრ. შოკოლადისთვის: არაჟანი - 2 ს. კ. ნაღების კარაქი - 50 გრ. შაქარი - 3 ს.კ. კაკაო - 2-3 ს.კ. ნიგვზიან-შოკოლადიანი ზედაპირისთვის: ნიგოზი - 0,5 ჭიქა შოკოლადი - 50 გრ. მომზადება: მითითებული შემადგენლობით გამოაცხვეთ ბისკვიტი, გააგრილეთ და ფორმიდან ამოიღეთ. 8-12 საათი არაფერი უქნათ, მერე კი ორად გაჭერით და სიროფით გაჟღინთეთ. მოამზადეთ სუფლე:ჟელატინი 1 ჭიქა რძეში დაასველეთ და დატოვეთ 1 საათით. მერე ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ (ჟელატინი მთლიანად უნდა გაიხსნას). ნაღები გავაცივოთ. მერე შაქრის პუდრასთან გავთქვიფოთ სანამ სქელ მასას არ მივიღებთ. შევაერთოთ ათქვეფილი ნაღები და ჟელატინის ხსნარი და კარგად მოვურიოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შესაფერის ფორმაში (სასურველია იმაში, რომელშიოც ბისკვიტი გამოცხვა) ჩადეთ ბისკვიტის ერთი ნახევარი, ზევიდან დაადეთ სუფლე და დააფარეთ მეორე ნახევარი (შეგიძლიათ ფორმას ფოლგა ჩაუფინოთ). შევდოთ ტორტი მაცივარში 2 საათით, სანამ სუფლე არ გამკვრივდება. შემდეგ მაცივრიდან და ფორმიდან ტორტს გამოვიღებთ და შოკოლადით დავფარავთ. შოკოლადის მოსამზადებლად: ჭურჭელი ნელ ცეცხლზე დავდგათ, არაჟანი, ნაღების კარაქი, შაქარი და კაკაო ერთმანეთს ისე შევურიოთ, რომ ყველა ნივთიერება სრულად გაიხსნას და შაქრის დადნობამდე ვხარშოთ (მივიყვანოთ ადუღებამდე). შოკოლადის მინანქარი სხეულის ტემპერატურამდე უნდა გაგრილდეს (37 გრადუსი). მინანქრად წყლის აბაზანაზე დამდნარი შოკოლადის ფილაც გამოდგება, თუ ოდნავ ნაღების კარაქს და რძეს დაამატებთ.
მოვამზადოთ ტორტის ნიგვზიანი და შოკოლადიანი საფარი:თხილი ან ნიგოზი ბლენდერში დავანამცეცოთ და გახეხილ შოკოლადს შვურიოთ. ტორტი ზევიდან და გვერდებიდან შოკოლადის მინანქრით დაფარული ტორტ ამჯერად ახალი ფხვიერი მასით დავფაროთ და ნიგვზით მოვრთოთ. მიირთვით გემრიელად!
|