მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » დესერტი

პასკა ხილის ჟელეთი
2010-04-07, 8:58 PM

მასალა:

3 ლ. რძე, 3 ჭიქა – არაჟანი, 9 ც. კვერცხი; 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 250 გრ. ნაღების კარქი, 1/2 ჭიქა ხილის ჩირი, 1/2 ჭიქა დაჭრილი ნუში, 1 პაკეტი მარწყვის მზა ჟელე, 1 პაკეტი – ფორთოხლის მზა ჟელე,  2 ცალი – მანდარინი, 1 პაკეტი -  ვანილის შაქარი.

მომზადება:

აადუღეთ რძე, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით არაჟანთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ 15 წუთის განმავლობაში, დახაჭოვებამდე. გადმოდგით, შეაგრილეთ და მოათავსეთ საცერზე სითხისგან დასაწრეტად.

კარაქი ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან და ვანილის შაქართან ერთად, თანდათან დაუმატეთ ხაჭო, ხილის ჩირი და ნუში. ნახევარი ხაჭოს მასა მოათავსეთ ფორმაში და მოასხით პაკეტზე მითითებული წესით მომზადებული მარწყვის ჟელე. ჟელეს შესქელების შემდეგ, ფორმაში ჩადეთ მასის მეორე ნაწილი, მოასხით მომზადებული ფორთოხლის ჟელე. გააცივეთ. გადმოიღეთ პასქა ფორმიდან და გააფორმეთ მანდარინის/ფორთოხლის წილაკებით. ჟელეს მომზადებისათვის იხმარეთ პაკეტზე მითითებული წყლის რაოდენობის ნახევარი.


პორციის რაოდენობა: 12;   მომზადების დრო: 1 საათი 10 წუთი


გემრიელად მიირთვით!




0 нравится
კატეგორია: დესერტი | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, დესერტი, ხილის ჟელეთი, ცომეული, პასკა, ტკბილეულობა
ნანახია: 3117 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]