ინგრედიენტები: 6 ულუფა 180 გ შოკოლადი 120 გ დაჭრილი ნუში 600 გ ქლიავი 150 გ შაქარი 300 გ ხაჭო 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი 1 ფორთოხლის ცედრა 150 გ სქელი ნაღები მომზადების წესი: 1. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და შეურიეთ ნუში. 2. 6 ქლიავი დაიტოვეთ მოსართავად, დანარჩენი კი დაჭერით წვრილად. 150 გ წყალში ჩაყარეთ შაქრის ნახევარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან ურიეთ. დაუმატეთ ქლიავი, ხარშეთ 20 წთ. გადმოდგით და გააგრილეთ. 3. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო და დარჩენილი შაქარი, დაუმატეთ ცედრის ნაწილი, ფორთოხლის წვენი და ათქვეფილი ნაღები. 4. მაღალ ბოკალში ჩადეთ ჯერ ხაჭოს კრემი, მერე _ ქლიავი. მოასხით გამდნარი შოკოლადი. გააფორმეთ ქლიავითა და ფორთოხლის დარჩენილი ცედრით.
|