მასალა:
- ნაღები - 500 გრ (33%)
- შაქრის პუდრა - 180 გრ
- კვერცხი - 5 ცალი
- შავი შოკოლადი - 50-70 გრ
- კაკაო - გემოვნებით (ნაყინის მოსართავად)
მომზადება :
კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად გათეთრებამდე. ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად სანამ ქაფი არ გამაგრდება. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები. ათქვეფილი კვერცხის ცილა ნელ- ნელა ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და თანდათან დავამატოთ გახეხილი შოკოლადი.ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და ჩავდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით. მირთმევის წინ ნაყინი შეიძლება მოვრთოთ კაკაოთი.
გემრიელად მიირთვით!
|