მასალა: ვაშლი – 1 კგ, შაქარი – 1 ჩ/ჭ, კვერცხი – 6 ც, ნაღები შაქრით და დარიჩინით – 1 ჩაის ჭიქა. მომზადება: 1 კილოგრამი ვაშლი შევწვათ, გავატაროთ საცერში, ჩავდოთ ქვაბში და მოვაყაროთ შაქარი. ვაშლიანი ქვაბი ჩავდგათ მეორე მდუღარეწყლიან ქვაბში, რომ პიურე არ გაგვიცივდეს. ავთქვიფოთ 6 კვერცხის ცილა და ნელ-ნელა შევურიოთ ვაშლის პიურე. მიღებული მასა გადავიტანოთ ერბოწასმულ ალუმინის თეფშზე. შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და გავაჩეროთ შეწითლებამდე. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ჩაციებული ნაღები ან არაჟანი შაქრით და დანაყილი დარიჩინით.