მასალა:
- ნიგოზი - 1 კგ
- თაფლი - 700 გრ (ღია ფერის)
- შაქარი - 2-3 ჩ/კ
მომზადება: ავიღოთ ღია ფერის მსხვილი ნიგოზი. იმისათვის, რომ გოზინაყი გამოვიდეს ღია ფერის , საჭიროა მოვაცალოთ ნიგოზს კანი. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუ გვინდა რომ ნიგოზი ადვილად გაიფცქვნას, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2 წუთი და მერე დავასხათ ცივი წყალი. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეცვლება გემო. გაფცქვნის შემდეგ დავჭრათ ნიგოზი. დავყაროთ ნიგოზი გაცხელებულ თუჯის ტაფაზე და შევწვათ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ. გადმოვყაროთ ნიგოზი ტაფიდან. ტაფაზე დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ 2 ჩ/კ შქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ. როცა თაფლი გათხელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ და გავაგრძელოთ მორევა სანამ არ გაცივდება. ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.
მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი. ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული დაფა. დავასველოთ ის წყლით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გოზინაყი ადვილად მოძვრეს დაფიდან. გადმოვიღოთ ტაფიდან თაფლში არეული ნიგოზი, დავდოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება ცომის სველი გასაბრტყელებლით. თავიდან ადვილი გასაბრტყელებელია, სანამ თაფლი არ გასქელდება. ამიტომ საჭიროა მალე გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს. გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე. ცოტა დავაცადოთ გაცივება და დავჭრათ რომბებად. დავაწყოთ თეფშებზე. გემრიელად მიირთვით!
|