მასლა
ნაღები - 0,5 ლ ( 33-35 %) სგუშონი - 4-6 ს/კ (მოხარშული) რძე - 150 მლ კვერცხის გული - 2 ცალი ფქვილი - 2 ს/კ ვანილი - 6 გრ
მომზადება
გავაკეთოთ მოხარშული კრემი: კვერცხის გული ავთქვიფოთ ფქვილთან ერთად სანამ არ გათეთრდება.
დავამატოთ სგუშონი და ავურიოთ.
რძე ავადუღოთ დავასხათ სგუშონს და თან ვურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ გასქელდება ( არ უნდა ადუღდეს) კრემი მალე სქელდება. გავაციოთ. ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ კრემს.
ჩავდოთ ფორმებში და ჩავდგათ საყინულეში. 40-50 წუთის მერე ნაყინი უნდა კარგად ავურიოთ და 30-40 წუთის მერე ისევ. ეს საჭიროა , რომ ნაყინი არ გაკრისტალდეს. გემრიელად მიირთვით!
|