ჟელატინი ჩავალბოთ ანადუღარ ცივ წყალში, გავაჩეროთ 1 საათი გასაღვივებლად. როცა ჟელატინი გაღვივდება დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე (ჟელატინი მთლიანად უნდა გადნეს). ჟელატინის ხსნარი გავწუროთ დოლბანდში. შოკოლადის ფილა დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ქვაბში და გავადნოთ ცხელი წყლის ორთქლზე. შოკოლადი და ნაღები გავაციოთ. გაციებული ნაღები ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად, სანამ არ მივიღებთ სქელ ქაფს (ნაღები უნდა იყოს არანაკლებ 35% ცხიმიანობის), თან ვადევნოთ თვალყური, რომ ნაღებისგან არ მივიღოთ კარაქი.
შეიძლება გამოვიყენოთ დაბალი ცხიმიანობის ნაღები, მაგრამ მაშინ დაგვჭირდება ნაღების შემასქელებელი. გამდნარი შოკოლადი შევურიოთ ათქვეფილ ნაღებს და ჟელატინის ხსნარს, ყველაფერი ეს საგულდაგულოდ ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავდგათ გრილ ადგილას შესასქელებლად. შესქელებული დესერტი მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით ან გახეხილი შოკოლადით.