მასალა: 400 გრ. მარწყვი, 100 გრ. მშრალი ნამცხვარი, 2 ს/კ შაქარი, 50 გრ. შაქრის პუდრი, 2 ც. კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. მომზადება: მითითებული ხილის ნახევრი გახეხეთ საცერში და შეურიეთ შაქარი. ნამცხვრის ფორმის ძირზე დააწყვეთ ნამცხვარი, ზემოდან – მარწყვის პიურე, ცოტა ხნით გააჩერეთ. კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქრის პუდრი და ლიმონი. მარწყვის პიურეს ზემოდან დააწყვეთ დარჩენილი ხილი, ზემოდან დააფარეთ ათქვეფილი ცილა. 200-220°-ზე აცხვეთ ჰაერღუმელში 3-4 წუთის განმავლობაში. დესერტი სუფრაზე გაიტანეთ ცხლად.
გემრიელად მიირთვით!
|