მასალა: 200 გრ. კარაქი, 1 ჩ/ჭ შაქარი, 2 ჩ/კ პურის ფქვილი ,2 ჩ/ჭ რძე, 1 ც. კვერცხის გული, 2 ს/კ კონიაკი, 150 გრ. ნესვი, 1 ც. მსხალი, 100 გრ. დაკონსერვებული ანანასი, 100 გრ. ნიგოზი, 1 ჩ/კ ვანილის შაქარი.
მომზადება: ნესვი დაჭერით პატარა ოთკუთხედ ნაჭრებად, დააყარეთ 1/4 ჭიქა შაქარი, დაასხით კონიაკი, გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და 2 საათი გააჩერეთ მაცივარში. ფქვილი კარგად გახსენით ნახევარ ჭიქა რძეში. დარჩენილი რძე აადუღეთ, შეაერთეთ რძეში გახსნილ ფქვილთან და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ. გააციეთ. კარაქი გაქენით შაქართან და კვერცხთან ერთად, თანდათან შეურიეთ გაციებული რძის მასა და ვანილის შაქარი. ათქვიფეთ, რომ გამოვიდეს ჰაეროვანი კრემი. ნესვი შეურიეთ დანარჩენ, ასევე დაჭრილ ხილს, შეაერთეთ კრემთან, კარგად ამოურიეთ და შედგით მაცივარში 2 საათი. გაციებული მასიდან გააკეთეთ ბურთულები. ამოავლეთ დაქუცმაცებულ ნიგოზში და დაალაგეთ სინზე პირამიდისებურად. სუფრაზე გატანამდე შეინახეთ მაცივარში. ულუფის რაოდენობა: 6; მომზადების დრო: 40 წუთი + 2 საათი
გემრიელად მიირთვით!
|