მასალა:
- 1 კგ. ხილი(ფორთოხალი, ყურძენი, ბანანი, ალუბალი),
- 45 გრ. ჟელატინი,
- 200 გრ. შაქარი,
- 900 გრ. თეთრი ღვინო,
- 2 ც. ლიმონის წვენი.
მომზადება: ჟელატინი დაალბეთ წყალში 40 წუთით. ზედმეტი წყალი გადაასხით. გაფუებული ჟელატინი გაადნეთ წყლის ორთქლზე. 300 გრ. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და მასში გაადნეთ შაქარი. შეაგრილეთ 40º-მდე და შეურიეთ ჟელატინი. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ლიმონის წვენი და ღვინო. შეაგრილეთ. ხილი დაჭერით წვრილად, დადეთ ფენებად ფორმაში და მოასხით მომზადებული ჟელე. გააციეთ სრულ შედედებამდე 3 საათის განმავლობაში. სუფრაზე გატანის წინ ფორმები რამოდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ ბრტყელ თეფშზე. სუფრაზე მიიტანეთ დესერტის ბისკვიტთან ან ნამცხვართან ერთად.
რჩევა: არ გამოიყენოთ ანანასი ან კივი, რადგან მათში შემავალი ნივთიერება ხელს უშლის შედედებას.
|