მასალა:
- ფქვილი 500 გრ
- მარგარინი_300 გრ.
- კვერცხი 5 ც.
- შაქარი 300 გრ.
- გამაფხვიერებელი ანუ (1ჩ.კ. სოდა ძმრით)
- ვაშლი 10-12 ც.
- ნიგოზი
მომზადება: გააცალკევეთ კვერცხის გული ცილასაგან, და შედგით მაცივარში. ათქვიფეთ კვერცხის გული, ნელნელა დაამატეთ შაქარი და მარგარინი (რბილი, დაჭრილი პატარა ნაწილებათ), დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი და გაყავით ორ ნაწილად (დიდი და პატარა ნაწილები). პატარა ნაწილი შედგით საყინულეში. დიდი ნაწილი დადეთ ცხიმწასმულ ფორმაში და სველი ხელებით გააბრთყელეთ. ვაშლი გაასუფთავეთ მოაცილეთ კურკები, დაჭერით და დაალაგეთ ზემოდან. მოაყარეთ ნიგოზი. ამოიღეთ მაცივრიდან ცილა და ათქვიფეთ შაქართან ერთად (როგორც ბეზე) და მომზადებული ბეზე მოასხით ზემოდან ვაშლებზე მთლიან ფორმაზე. ამოიღეთ საყინულიდან ცომის მეორე (პატარა) ნაწილი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოაყარეთ ზემოდან ათქვეფილ ცილაზე და ვაშლებზე. შედგით ღუმელში დაბალ ცეცხლზე.
|