მასალა: 2 დიდი თავი ხახვი ორცხობილა (სახლში შეგიძლიათ დაჭრათ პურის ნაჭრები და ტაფაში შეაწითლოთ) 2 ცალი ბულგარული წიწაკა 2 ცალი მწარე წიწაკა ოხრახუში, ქინძის თესლი (ცხვრის ხორცს ქინძი, როზმარინი, ძირა) 4 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი არაჟანი (თუ ღორის ხორცია, ცხვრის ხორცს არ სჭირდება) 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა
მომზადება: დავჭრათ ხორცი საშუალო ნაჭრებად და დავაწითლოთ ძლიერ ცეცხლზე (ზეთში ან კარაქში). ხორცს დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ცოტათი მოვშუშოთ. გავხსნათ ბულიონები წყალში და გავურიოთ 3-4- კოვზი არაჯანი. გოგრას თავი ლამაზად ამოვაჭრათ, ამოვიღოთ თესლები და ფსკერზე ჩავუყაროთ ქინძის თესლი+ სუხარი+ბულგარული წიწაკის რამოდენიმე ნაჭერი+ცხარე წიწაკა და მოვაყაროთ მოშუშული ხორცის ნახევარი+მწვანილი. გავიმეოროთ მეორე ფენა და ბოლოს მოვასხათ არაჟნიანი ბულიონი+მწვანილი. მარილი ცოტა დავამატე, ბულიონები ისედაც მარილიანია! დავაფაროთ გოგრას თავი და შევდგათ ღუმელში 2 საათით, 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!
|