მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

კიში
2010-04-12, 4:20 PM
ცომი:
ერთი კოლოფი კარაქი
500 გრ. ფქვილი
ორი სუფრის კოვზი ზეთი
2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
3 ცალი კვერცხი.

გულსართი:

გულსართი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. კლასიკური ფრანგული კიში ტკბილი არ არის, ანუ გულსართად იყენებენ მაგალითად წვრილად დაჭრილ ლორს+ მოხეხილი სულგუნისებრი ყველი, ან ყველი+ ბაზილიკო, ან ჩემთვის ყველაზე გემრიელია ხახვის კიში, ხახვით, არაჟნით და ფქვილის გულსართით, მოკლედ, აქ ფანტაზიას მიენდეთ, ან იმას, რაც მაცივარში გაქვთ. კიში ფრანგული საუზმეულია, ძალიან გემრიელი და ხრაშუნა.
დარბილებული კარაქი + ფქვილი ხელით უნდა მოსრისოთ, რომ მიიღო ფხვიერი მასა. თანაბარი ზომის და ერთნაირი კონსისტენციის მასას როცა მიიღებთ, ჩაამატეთ შაქარი, მარილი და სამი კვერცხი. მოიზილება მაგარი ცომი, იმდენად მაგარი, რო ცოტათი ძნელიც კია ზელვა. ზელვისას ზეთი უმატეთ. ეს ცომს ოდნავ დაარბილებს და გაანაზებს. საბოლოო ჯამში მივირებთ ყვითელ, მაგარ ცომს. საკმაოდ ცხიმიანს. ცომის პატარა გუნდას ჩადებთ „ტარტალეტკის" მსგავს ფორმაში. თუ ფორმები არ გაქვთ, შეიძლება ამგვარი "ჭიქის" ხელით გაკეთება და შიგ გულსართის ჩადება. ჭიქებს შეალაგებთ გახურებულ ღუმელში და 5 წუთში მზად არის. შეიძლება გამზადებული კიშის მაცივარში შენახვა (არა საყინულეში), შემდეგ გამოღება და საუზმეზე დაცხობაც.
0 нравится
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: aks75 | ტეგები: შაქარი, რეცეპტები, კიში, კვერცხი, სეთი, გემრიელი, ტკბილეულობა, ფქვილი
ნანახია: 3574 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]