ნამცხვრებისა და სადღესასწაულო კერძების გაფორმების ერთი მარტივი და
სწრაფი მეთოდი:
1. ცოცხალ ვარდებს წავაჭრათ ღერო და ფოთლები, დავუტოვოთ 3-5 სმ-ის
სიგრძის ღერო;
2. ამოვავლოთ წყალში ან სულაც გავაჩეროთ 2-3 წუთი წყლიან ჭიქაში;
3. ამოვიღოთ ვარდი წყლიდან, დავფერთხოთ ზედმეტი წყლისგან და ამოვავლოთ
შაქრის პუდრში;
4. დავდოთ აირ-ღუმელის "ბადურაზე" და შევდოთ წინასწარ გახურებულ
ღუმელში;
5. ღუმელის ტემპერატურა უნდა იყოს საშუალოდ 70-80 გრადუსი ცელსიუსით
და ანთებული ორივე, ზედა და ქვედა მხრიდან;
6. დაახლოებით 40-50 წუთში ვარდები მზად უნდა იყვეს, თუმცა პერიოდულად
მაინც შეამოწმეთ და თუ საჭიროა მდებარეობაც შეუცვალეთ მათ;
7. ვარდები შეიძლება დაალაგოთ როგორც ყუნწით ქვემოთ, ასევე ჩამხობილიც
ან გვერდულად.
8. შეიძლება შაქარმა წვეთა დაიწყოს, ამიტომ ვარდებს ქვემოდან დაუფინეთ
თუნუქის ფიცარი ან კულინარიული ვერცხლის ქაღალდი.
|