ინგრედიენტები: 4ც. კვერცხი; 1 ჩ/ჭ. დანაყილი ნიგოზი; 1 თავი ხახვი; 1 სუფრის კოვზი ერბო; ბროწეული, მარილი და წიწაკა გემოვნებით. კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი, ერბოში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა, ბროწეულის მარცვლები. კოვზით ფრთხილად ვურიოთ ისე, რომ მარცვლები არ დაიჭყლიტოს. მომხადებული მასალა დავდოთ ერბომოსხმულ, ცხელ ტაფაზე და შევწვათ.
|