მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

საცივი
2010-04-19, 1:24 AM
     მასალა:
  • 1 ც. ინდაური (ქათამი, ბატი ან იხვი) 
  • 500გრ. ნიგოზი.  
  • 200გრ. თავი ხახვი. 
  • ქინძის თესლი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, ხმელი სუნელი 
  • ღვინის ძმარი 
  • მარილი გემოვნებით. 

    მომზადება:

   გარეცხილი, მომზადებული ინდაური (ქათამი, ბატი ან იხვი) ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ამოვიღოთ ბულიონიდან, დავდოთ ტაფაზე ზურგით ძირს, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ცოტა ბულიონი და შევწვათ ქურაში. შეწვის დროს აუცილებელია დროდადრო მოვასხათ ტაფაზე ჩამონადენი წვენი და ვატრიალოთ, რათა ყოველი მხრიდან კარგად შეიწვას.
ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
ნიგოზი დავნაყოთ, ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. დავამატოთ ერთად დანაყილი ნიორი, ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, მარილი, გავხსნათ ბულიონით. ჩავასხათ მოშუშულ ხახვიან ქვაბში და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში. ხარშვის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე დავამატოთ ღვინის ძმარი, დანაყილი ქინძის თესლი და ხმელი სუნელი.
შემწვარი ცხელი ფრინველი დავჭრათ, ნაჭრები ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე საცივი და გავაციოთ.

 
0 нравится
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: aks75 | ტეგები: ნიორი, ნიგოზი, ინდაური, საცივი, კაკალი, თესლი, საფრანა, მწიწაკა, ქინძი, ხახვი
ნანახია: 4129 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]