ულუფების რაოდენობა: 5 მომზადების დრო : 40 წთ. + გაგრილება ინგრედიენტები: პურის ბატონი - 1 ცალი., კარაქი 100 გრ., უკურკო ზეთისხილი- 5-6 ცალი., კეტჩუპი - 1 ს/კ., ყველი 70 გრ., მწვანილი გასაფორმებლად., ზუთხი ( შებოლილი ან დამარილებული) – 90 გრ. მომზადება: პურის ბატონს მოაშორეთ ქერქი. სიგრძეზე ჩამოაჭერით 4 ნაჭერი ( 0,5 სმ. სისქის). 2 ნაჭერი გააბრტყელეთ საბრტყელებლით პერგამენტის ქაღალდთან ერთად, წაუსვით კარაქის თხელი ფენა, დაადეთ თხლად დაჭრილი თევზი, ერთი ცალი ზეთისხილი და დაახვიეთ რულეტებად. შეახვიეთ პერგამენტში და მოათავსეთ მაცივარში. პურის დარჩენილი ნაჭრებისაგან გამოჭერით 5-6 სმ. დიამეტრის წრეები, შებრაწეთ კარაქში ან გახუხეთ ტოსტერში. გააცივეთ და წაუსვით კარაქის თხელი ფენა. დანარჩენი კარაქი ათქვიფეთ კეტჩუპთან ერთად. ყოველ ნაჭერზე დაადეთ ყველის ნაჭერი - ზუსტად იმხელაზე გამოჭრილი, როგორც პური. დარჩენილი ყველი გახეხეთ. ბუტერბროდს წაუსვით კარაქისა და კეტჩუპის ნარევი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გააცივეთ. სუფრაზე მიტანის წინ რულეტები დაჭერით პატარა წრეებად და დააწყვეთ ლანგარზე, გვერდით დაუდეთ ყველიანი ბუტერბროდები.
|