მასალა:
- 400 გრ ბრინჯი,
- 900 მლ სოკოს ნახარში,
- 50 გრ ხმელი სოკო,
- 100 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი,
- კამა, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: სოკო გადავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ ვიდრე წყლით არ გაიჟღინთება და მოვხარშოთ იმავე წყალში. მზა სოკო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ. სოკო კარგად გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ მარგარინში. ბრინჯი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ სოკოს ნახარშში და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ამის შემდეგ მოხარშულ ბრინჯს გადავურიოთ მოშუშული სოკო და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, ვხარშოთ 15-20 წუთი. მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
|