გაასუფთავეთ ნიორი და სტაფილო. ნიორი დაჭერით წვრილად. სტაფილო დაჭერით გრძლად. მწვანე ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
კვერცხი ათქვიფეთ. ტაფაში გააცხელეთ 1 ს.კ ზეთი, დაასხით ათქვეფილი კვერცხი და შეწვით დაბალ ცეცხლზე, 7-8 წ. მოხსენით ცეცხლიდან და გააციეთ.
დარჩენილი ზეთი გააცხელეთ დიდ ქვაბში, ჩაალაგეთ სტაფილო და ამზადეთ, 5-7 წუთი, მანამ სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ნიორი, მჭვანე ხახვი და ბარდა. ყველა ინგრიდიენტი შეურიეთ ერთმანეთს. ამზადეთ კიდე 1-2 წუთი. გადმოიტანეთ ბრინჯი ქვაბში და შეურიეთ ბოსტნეულთან.
შემწვარი კვერცხი შეურიეთ ბრინჯთან და ბოსტნეულთან. დაასხით სოიოს სოუსი და , თუ საჭიროა, დაამატეთ ცოტა მარილი. გადმოიტანეთ ბრინჯი თეფშზე და გაალამაზეთ მწვანილით.