მასალა: 100გრ. სოიოს მარცვლები 800გრ. წყალი მარილი ან შაქარი გემოვნებით
მომზადება: საღამოს დავასხათ სოიოს მარცვლებს ადუღებული წყალი , დილით ცოტა მარილი გაუკეთოთ და გავრეცხოთ გამდინარე წყალში.
სოიო ჩავყაროთ ბლენდერში და დავასხათ იმდენი წყალი რომ ფარავდეს სოიოს მარცვლებს
ავთქვიფოთ ბლენდერით, მივიღებთ პიურეს სისქის მასას დავასხათ კიდევ ცოტა წყალი , იმდენი რომ ბლენდერიდან არ გადმოვიდეს და კიდევ ავთქვიფოთ.
მიღებული მასა გავწუროთ ჯერ საცერში
შემდეგ რამდენიმე ფენა მარლაში , დაეხმარეთ ხელით ჩაწურეთ
დაგვრჩება მარლაში გაწურული სოიო აიღეთ ეს მასა და ისევ ბლენდერში ჩადეთ დაასხით წყალი და ისევ ათქვიფეთ , ისევ ისე გაწურწთ მარლაში . (მოკლედ თუ 1კგ. სოიოსგან გააკეთებთ მაშინ 4 ლიტრა წყალი დაგჭირდებათ )
გამოდის უგემრიელესი რძე ბევრი ქაფით
დარჩენილი მასისგან შესაძლებელია კიდევ კერძის გაკეთება დაუმატოთ მოხრაკული ხახვი, ბადრიჯანი ან სოკო და შეანელეთ გემოვნებით . კიდევ სოიოს კატლეტი შეიძლება გააკეთოთ დაუმატეთ დამბალი პური , კვერცხი , მარილი გატარებული ხახვი და მწვანილები ცოტა მწიწაკაც.
გემრიელად მიირთვით!
|