თაფლის სასწაულმომქედი თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას უამრავ სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ. დედოფალი კლეოპატრა თაფლს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყნებდა ბევრი ადამიანი თაფლის ნამდვილი მოყვარულია, მაგრამ უმრავლესობას ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს ახსენდება. ძველი ბერძნები თაფლს ჯადოსნურ ელექსირს უწოდებდნენ, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თუ ყოველდღიურად სამ კოვზ თაფლს მიირთმევთ, არამარტო იმუნიტეტს გაიმაგრებთ, არამედ სილამაზესა და ახალგაზრდობას შეინარჩუნებთ და ჭარბი წონისგანაც გათავისუფლდებით. ჯანმრთელობისთვის არცთუ დიდი ხნის წინ დიეტოლოგები გახდომის მოსურნეებს თაფლის მიღებას უკრძალავდნენ. დღეს კი პირიქითაა, თაფლის სპეციალურ დიეტებსაც კი ნიშნავენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ბევრი პროდუქტის შემცვლელიცაა. ის ხომ თავისი შემადგენლობით უზარმაზარი "საწყობია", სადაც თავმოყრილია ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და სხვადასხვა მჟავა. თაფლი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დაავადების გამომწვე ბაქტერიებს ანადგურებს.